სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: ,,ძველი ეგვიპტის
ხელოვნება“
პროექტის
მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: ინფორმაციის მოძიება , შეგროვება და განხილვა ძველი
ეგვიპტის ხელოვნების ირგვლივ. პროექტზე მუშობისას
მოსწავლეებში მსჯელობის, ანალიზისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება . მოძიებული მასალის
გააზრება, შემეცნება და გადმოსცემა პრეზენტაციის
სახით.
პროექტის აქტუალობა/პრობლემა:
შეიმეცნონ, შეიწავლონ და ამოიცნონ ეგვიპტის არქიტექტურული
ძეგლები,ქანდაკებისა თუ
ფერწერის ნიმუშები. განასხვავონ სხვა კულტურის ძეგლებისგან ეგვიპტური.
იმსჯელონ მათ შესახებ, განიხილონ სოციალურ და რელიგიურ კონტექსტში.
პროექტის მიზანი:
მოსწავლე მოიძიებს
და შეისწავლის ძველი ეგვიპტის ხელოვნების სხვადსხვა ნიმუშებს(არქიტექტურა,ქანდაკება,ფერწერა). ეცნობა და აგროვებს ინფორმაციას ძველი ეგვიპტის ღმერთების
შესახებ. მოსწავლეს განუვითაროთ ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვების, ანალიზის,
მსჯელობის, დასაბუთებული დასკვნების გაკეთებისა და პრეზენტაციის უნარი
ინდივიდუალური და
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევა, თვითრეალიზაციის, პასუხისმგებლობის გრძნობა.
ვასწავლოთ Microsoft
PowerPoint საპრეზენტაციო მასალის გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი: მე-6 კლასი /საბაზო საფეხური
ვადები ხანგრძლივობა:
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას:
ასახელებს ცნობილ
არქიტექტურულ ძეგლებს, საუბრობს მის მხატვრულ სტილზე მსჯელობს მხატვრული ხერხების (ჟანრის,ტექნიკის, კოლორიტის,კომპოზიციური
განაწილების შესახებ, საუბრობს ნამუსევრის შინაარსზე, განწყობილებაზე).
ამჟღავნებს ანალიზის,
მსჯელობის და შემოქმედებით უნარ-ჩვევას. დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობისა და მასალის მოძიების უნარი
ვიზუალური დეტალების
მიხედვით (ნივთები, სამოსი, ხატვისა და ძერწვის)ამოიცნობს ძველი ეგვიპტის ხელოვნების
ცნობილ ნიმუშებს, ადარებს სხვა ქვეყნის ნამუშევრებს,ასახელებს რომელ ეპოქას მიეკუთვნება.
ასახელებს ღმერთებს,
საუბრობს კერპთაყვანისმცემლობის არსის შესახებ ინტერნეტრესურსის გამოყენების უნარი ელექტრონულ პრეზენტაციაზე მუშაობის უნარი
ინდივიდუალური და
ჯგუფური მუშაობის უნარი. პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში
გამოადგებათ ხელოვნების ნაწარმოების გაგება, შემეცნებისა და დამოუკიდებელი
აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაში.
პროექტისათვის საჭირო
რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა და ინტერნეტ საიტი, ფოტო მასალა, საწერი მასალა, სახატავი რვეული, ფანქრები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):
აქტვ.1. I ეტაპი - მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის არჩევა . პროექტზე მუშაობის დაწყებამდე გათვალისწინება მოსწავლეთა წინარე ცოდნის და სამოქმედო გეგმის შედგენა.
აქტვ.2. II ეტაპი - თემის ძირითადი მიზნის გაცნობა და მოსწავლეთა ორგანიზება. დაყოფა 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა(5 მოსწავლე) ძლიერი, საშუალო და სუსტი შესაძლებლობების. გუნდის კაპიტანის არჩევა. შერჩეული თემის სათაურის თითოეული ჯგუფის წევრისათვის გაცნობა. გუნდში სამუშაოს გადანაწილება . მოძიებისა და მომზადების გზები დაგემვა. მასალის მოიძიება ინტერნეტ საიტებზე, ლიტერატურიდან - სახელმძღვანელოდან, დამხმარე ლიტერატურიდან. შეთანხმება იმაზე, რომ პრეზენტაცია იქნება
წარმოდგენილი ელექტრონული ვერსიით PowerPoint-ში შესრულებული.
აქტვ.3.III ეტაპი - მოსწავლეთა
მიერ მოძიებული ტექსტური და ფოტო მასალის წარმოდგენა და მსჯელობა.
აქტვ.4.IV ეტაპი - ლექციური გაკვეთილი ძველიეგვიპტის
შესახებ.
მოსწავლეები გაეცვნენ ძველი ეგვიპტის ხელოვნების ნიმუშებს. გაკვეთილის მსვლელობისას გონებრივი იერიშის გამოყენება: რა იცით მუმიის შესახებ? სად იყო ჩასვენებული მუმია? როგორი ფორმა აქვს სარკოფაგს? დაასახელეთ სარკოფაგის მოხატულობის ფერები. თქვენი აზრით რა არის გამოსახული სარკოფაგზე? რა არის უშებტი? ამოიცანით ექსპოზიციაზე რომელია უშებტის ქანდაკება? რა დანიშნულება ჰქონდა უშებტს? დაასახელეთ ეგვიპტის ღმერთები, რა ნიშნის მიხედვით ამოიცანით ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ღმერთებისა და ფარაონის ქანდაკებები? როგორი სამოსი აცვია ფარაონს?
აქტვ.5.V ეტაპი - პრეზენტაციის
მომზადება PowerPoint - ში, ჩემს მიერ შედგენილი ნიმუშის მიხედვით თემაზე „ქანდაკება- მასალა, ფუნქცია, გარემო“.
აქტვ.6.VI ეტაპი -მოსწავლეების მიერ მოძიებული
ტექსტური და ფოტო მასალის PowerPoint-ში აწყობა
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში
( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
ე.ს.გ.VI.5.
მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს
დაშეასრულოს
სხვადასხვა
სახის
სამუშაო.
ე.ს.გ.VI.6.
მოსწავლეს
შეუძლია
გუნდში
მუშაობაშემოქმედებითი
და
საორგანიზაციოპრობლემების
გადასაჭრელად.
ე.ს.გ.VI.8.
მოსწავლეს
ესმის და
შეუძლია
წარმოაჩინოს,რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის დაკომუნიკაციის საშუალება.
ე.ს.გ.VI.10.
მოსწავლეს
შეუძლია
დააკავშიროს
სახვითიდა
გამოყენებითი
ხელოვნების
სხვადასხვადარგის
ნიმუშები
ისტორიულ,
რელიგიურ
დასოციალურ
კონტექსტთან.
ეს.გ.VI.11.
მოსწავლეს
შეუძლია
დააკავშიროსხელოვნების
ნაწარმოების
შინაარსიისტორიასთან
და
კულტურასთან.
ეს.გ.VI.13.
მოსწავლე
აცნობიერებს,
რა
როლს
ასრულებსხელოვნება
საზოგადოების
ცხოვრებაში.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ქეთევან ბიბილეიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
bibiqeti@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qetevanbibileishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment