Sunday, November 11, 2018

მცხრე დღის რეფლექსია



მე და ჩემმა  კოლეგებმა წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის გეგმები  და დამხმარე მასალები . სასწავლო პროექტის პორტფოლიოს გადახედვისა და დასრულების შემდეგ, განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაზიარების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი  კოლეგებისათვის.

აგრეთვე  ვიმუშავეთ ბლოგზე, ავიღეთ  გაზიარებული  პორტფოლიოს  მისამართი  სასწავლო  პროექტის  ბლოგში  რედაქტირების  რეჟიმში  მოვნიშნეთ  ტექსტი,  რომელშიც  გვინდა  ლინკის  გაკეთება  და  განვათავსეთ  იგი  მთავარ  გვერდზე.

Saturday, November 10, 2018

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  მეშვიდე  მოდული  და  ვიმსჯელეთ  როგორ  შეგვექმნა  ფასილიტაცია.  ვიმუშავეთ  საფილისტაციო  მასალებზე.
განვახორციელეთ  ჩასწორებები  და  გავიხსენეთ პრეზენტაციის  ჩაშენება  ბლოგში.
გადავხედეთ  დაკვირვებით  სასწავლო  პროექტის  გეგმას.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

Sunday, November 4, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

  ვიმუშავეთ   დიფერენცირებაზე;  ასევე   დიფერენცირების  ნიმუშების  შექმნაზე;

ვიმუშავეთ  მოსწავლის  დამხმარე  რესურსების  შეექმნაზე   და  ვიზრუნეთ  მოსწავლეთა  ფასილიტაციაზე. 
ვიმუშავეთ  ბლოგში;  გავიხსენეთ ბლოგში  ჩანართების  ჩამატება  და  შექმნა.

Saturday, November 3, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

       კიდევ  ერთხელ   გადავხედეთ  მოსწავლეთა  პროექტების  შეფასებას.  თუ  როგორ  შეიძლება  გამოვიყენოთ  რუბრიკები;  განვიხილეთ  ქულების  მინიჭების  სქემები;  ასევე განვიხილეთ ჩეკლისტების  შინაარსის  ათვისება.  შევიმუშავეთ  შეფასების  გეგმები;
  განვიხილეთ  მეექვსე   მოდული:   ,,დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისათვის''
ვიმსჯელეთ  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  გეგმა;  განვიხილეთ  მოსწავლეთა  დიფერენცირება.  განვიხილეთ  მასალების მომზადება  მოსწავლეთა  წარმატების  მიზნით.

Saturday, October 27, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

          დღე  იყო  მეტად  ნაყოფიერი:  განვიხილეთ  გაფართოებული  ძიების  ობიექტები. განვიხილეთ  და   შევეხეთ  მოდულ 3. - კავშირები.  დაწვრილებით  მიმოვიხილეთ  ჩამახსოვრების  და  ჩაშენების   ელემენტები. 
        განვიხილეთ  საავტორო  უფლებები;  შევეხეთ ასევე  ბიბლოგრაფიის  შექმნას;  განვიხილეთ  საავტორო  უფლებების  ქაოსი;  ასევე  თუ როგორ  უნდა  გამოვაქვეყნოთ  ბლოგში  ჩვენს  მიერ  შექმნილი  პრეზენტაცია.
     განვიხილეთ  სასწავლო  ნიმუშის  შექმნა.

მოსწავლის ნიმუში

Sunday, October 21, 2018

ინტელის პროექტის მეოთხე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ  გადავხედეთ  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  სიტყვებს.

განვიხილეთ  შეფასების  ტიპები:  განმავითარებელი  და  განმსაძღვრელი;
განვიხილეთ  შეფასების  ხუთი  სტრატეგია  და     როგორ უნდა  მოვარგოთ ის  ჩვენ  სასწავლო  პროექტის  გეგმას.
ვიმუშავეთ  პორტფოლიოს  პრეზენტაციაზე, რომელსაც  დავასრულებთ სახლში, როგორც  საშინაო  დავალება.
საფუძვლიანად  ვნახეთ  თუ როგორ  უნდა  გავაზიაროთ  ჩვენი  საქაღალდე .

Saturday, October 20, 2018

ინტელის ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

         ინტელის  მასალების  საშუალებით  გავეცანი  და  ჩემს  სასწავლო  პროექტს  მოვარგე  ესგ-ს  სტანდარტი. ვიმსჯელეთ  და  ჩამოვაყალიბეთ  სასწავლო  პროექტის  მიზნები და  ასევე  21-საუკუნის  უნარჩვევების  მიზნები. ყოველივე ეს  შევიტანე  ჩემი  პროექტის  გეგმაში. 
ტრენინგზე  ასევე  განვიხილეთ  და  ვიმსჯელეთ -  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვების  რუბრიკის   და  პორტფოლიოს შეფასებსი  რუბრიკის  შესახებ.  ორივე  რუბრიკა  მოვათავსე  ინტელის კურსის  რესურსების  ფაილში.

Sunday, October 7, 2018

ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია



განვიხილეთ ძირითადი მოდულები და შემდეგ დეტალურად დავიწყეთ პირველი მოდულის გაანალიზება.  სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა,  პროექტის მოთხოვნების გაცნობა, პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე, გამოცემის მომზადება.
განვიხილეთ ნიმუშები რამოდენიმე სასწავლო პროექტისა და სასწავლო პროექტის გეგმისა.
გავაკეთე ბუკლეტის ნიმუში და ავტვირთე ელ-ფოსტაზე.

Sunday, July 8, 2018

ტექნოლოგიების ტრენინგი



ინფორმაციულ-საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების გამოყენება
სასწავლო პროცესში

2018 წლის 27.06-დან 15.07-ის ჩათვლით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ჩამტარებელი  ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: . ქუთაისი ნიკეას გამზირიN13   მასწავლებელთა სახლი
32 საათის ხანგრძლივობით.
ამ ტრენინგის  მიზანია   სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
სასწავლო პროცესში შეხვედრებზე გავეცანით მრავალფეროვან საკითხს:
აქტიური ლექცია PP (PowerPoint) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა,   სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნიშვნელობა, გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC),  (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი და ელ-ფოსტა, საოფისე პროგ-რამების პაკეტი,  ინფორმაციის მოძიება და კვლევა ისტ-ის გამოყენებით, ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის გამოყენებით, ისტ რესურსების შექმნა, კვლევა და კომუნიკაცია, ცნების რუკის  შექმნა, გავიარეთ შეფასების ფორმები, პროექტის შექმნა, ვისწავლეთ პრეზენტაციების ჩასმა ჩარჩოს ფორმით, შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებებისგანსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა.
მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სავარაუდო პრეზენტაციები ჩვენი პროექტების მიზნებისშესაბამისად. გავეცანით საავტორო უფლებებს, ვისწავლეთ  ბლოგზე სურათების ჩასმა, გავეცანით ბლოგის დამატებით შესაძლებლობებს, შევისწავლეთ ბლოგზე როგორ დავამატოთკითხვარი. როგორ გავხსნათ ახალი გვერდი და როგორ ჩავსვათ შექმნილი კითხვარი ამგვერდზე.
განვიხილეთ ონლაინ რესურსები, შემდეგი საიტები: Toondo.com;  ka.khanacademy.org; phet. Colorado;  popplet  და სხვა საინტერესო  მასალა.
 ტრენერი ქალბატონი ინგა კახიანი დიდი ყურადღებით, კომპოტენტურად და გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს. ძალიან მომეწონა ეს ტრენინგი, ბევრი რამ შემძინა. ვისწავლე საკუთარი ბლოგის, პორტფელიოს შექმნა, ახლებურად გავიაზრე გაკვეთილის გეგმაში როგორ ჩამეშენებინა საჭირო რესურსი, თამაშები, ანიმაციები. ვისწავლე ვიდეო რგოლებისა და ხმის დაყენება. ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მჭირდებოდა ჩემი გაკვეთილისთვის. გარდა ამისა ვიმუშავეთ  ექსელის  პროგრამაში, ვისწავლე ელექტრონული ცხრილების შექმნა, სიების დალაგება,გამოთვლა გაანგარიშება. რა თქმა უნდა ყველაფერს , რაც ამ შეხვედრებზე ვისწავლე გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ჩემი გაკვეთილი გახდება საინტერესო, ხალისიანი, ცოცხალი და სტანდარტებზე დაფუძნებული. ვფიქრობ ტერნინგზე მიღებული ცოდნა  გამომადგება  უშუალოდ ჩემს საგანში  სახვით  და გამოყენებით ხელოვნებაში  ახლებურად , გამდიდრებული მასალით, ანიმაციებით, შევასრულო საპრეზენტაციო მასალა, დავამზადო მრავალფეროვანი რესურსები და კომიქსები.
მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ინგას  და ამ ტრენინგის ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო და შრომატევადი სწავლებისათვის.




21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები[1]
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.



[1] წყარო: პარტნიორობა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.